ახალი ამბები

ბანკებისთვის სასოფლო მიწების ყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი გაუქმდა

20 თებერვალი, 2014 • • 939
ბანკებისთვის სასოფლო მიწების ყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი გაუქმდა

“აღნიშნული კანონპროექტის მომზადების მიზანია კანონში იმ გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინება, რომლის დროსაც კონკრეტული საქმიანობით დაკავებულ პირებს, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოეხსნებათ 2014 წლის 31 დეკემბრამდე კანონით დადგენილი დროებითი შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენასთან დაკავშირებით. 

 

გარდა ამისა, ცვლილებებით, საქართველოს მთავრობას განსაკუთრებულ შემთხვევაში ენიჭება დისკრეცია ამ მორატორიუმის განმავლობაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები იმ დაინტერესებულ სუბიექტთა სასარგებლოდ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი კანონპროექტით, თუმცა გააჩნიათ სათანადო არგუმენტაცია.

 

კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ეკონომიკას გააჯანსაღებს:

 

“ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, დასაქმებას, ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემოტანას, განათლების შემოტანას, ახალი კულტურების ათვისებას და, ჯამში, ეკონომიკის გაჯანსაღებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი