ახალი ამბები

ყოფილ იპოდრომთან, ესტაკადის გამო, მერიამ 7 ხე მოჭრა

27 ივლისი, 2018 •
ყოფილ იპოდრომთან, ესტაკადის გამო, მერიამ 7 ხე მოჭრა

თბილისის ყოფილ იპოდრომზე ხეებს ჭრიან. სამუშაოებს თბილისის მერია აწარმოებს და კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის, იგივე ესტაკადის მშენებლობას უკავშირდება.

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, პროექტის ღირებულება 2 მლნ 700 ათასი ლარია, ხოლო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიის ცნობით,  დღეს ნებართვის საფუძველზე იჭრება 7 ხე. უწყება აცხადებს, რომ საპირწონედ გადაირგო 123 ფოთლოვანი და 51 მცირე ზომის წიწვოვანი ხე, ხოლო სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა 6 ხეს და დაირგო 140 ხე.

იპოდრომთან ხეებს ჭრიან

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადისთვის ხეებს ჭრიან. ვიდეო ნეტაგზეთს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

“მოგეხსენებათ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე მიმდინარეობს სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები. ამ მიზნით, დღეს ნებართვის საფუძველზე იჭრება 7 ხე.
იმისათვის, რომ ხელი არ შეშლოდა სამუშაოებს, გადაირგო 123 ფოთლოვანი და 51 მცირე ზომის წიწვოვანი ხე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა 6 ხეს, ასევე დაირგო 140 ხე”, – აცხადებენ მერიაში.

Posted by netgazeti.ge on Friday, July 27, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი