ახალი ამბები

ქაიროს ზოოპარკს ვირის ზებრად გასაღებაში ადანაშაულებენ

27 ივლისი, 2018 • 2174
ქაიროს ზოოპარკს ვირის ზებრად გასაღებაში ადანაშაულებენ

ეგვიპტის ზოოპარკს ვირის გადაღებვასა და ზებრად გასაღებაში ადანაშაულებენ, რასაც ზოოპარკი უარყოფს.

BBC-ის ცნობით, სტუდენტმა მაჰმუდ სარჰანმა ქაიროს საერთაშორისო ბაღში სტუმრობის შემდეგ ზებრასთან ფოტო გადაიღო და ფეისბუკით გაავრცელა.

გარდა იმისა, რომ ცხოველი ტანდაბალია და დაცქვეტილი და დიდი ყურები აქვს, სახეზე შავი ლაქები გადღაბნილი აქვს.

ცხოველის ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ის ზებრა არაა.

ადგილობრივ extranews.tv-სთან საუბრისას ვეტერინარმა განაცხადა, რომ ზებრის დინგი შავია, ხოლო ზოლები – კონსისტენტური და პარალელური.

მასალების გადაბეჭდვის წესი