ახალი ამბები

პარლამენტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მხარი დაუჭირა

19 თებერვალი, 2014 • • 1144
პარლამენტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მხარი დაუჭირა

ცვლილების მიხედვით, 2015 წლის 17 ივნისს ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რის გამოც  საკანონმდებლო აქტებში ციფრული მაუწყებლობის შესაბამისი ტერმინოლოგიის ჩაწერა მოხდება. 

 

“მიღებული კანონპროექტის მიზანია ანალოგიურიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლბოაზე საქართველოს დადგენილ ვადებში გადასვლის და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თბერვლის #206 განკარგულებით მოწონებულ იქნა სამოქმედო გეგმა, რომელმაც  განსაზღვრა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის ძირითადი პრინციპები.  კანონპროექტის მიზანია, მოხდეს სამართლებრივი საფუძვლის დადგენა ზემოთაღნიშნული სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად,”-აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი