ახალი ამბები

მარგველაშვილი: მოვუწოდებ იანუკოვიჩს, შეაჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ

19 თებერვალი, 2014 • • 893
მარგველაშვილი: მოვუწოდებ იანუკოვიჩს, შეაჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ

“მიმაჩნია, რომ  სიტუაცია კიევში საგანგაშოა. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს, ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოციზიასთან დიალოგი. ვუერთდები ევროპის კოლეგების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ოპოზიციასთან უნდა დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. მანამდეც, როცა გაგვიკეთებია ამ საკითხების შეფასება, ხაზი გავუსვით იმას, რომ უმაღლეს ხელისუფალთათვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ჭრილში გადაწყდება”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა ასევე მიუსამძიმრა “ბერკუტისა” და მოტინგეებს შორის შეტაკების დროს გადაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი