ახალი ამბები

დაჩქარებულად განხილვების მიმართულებით მდგომარეობა პარლამენტში გაუარესებულია – კვლევა

25 ივლისი, 2018 • 1491
დაჩქარებულად განხილვების მიმართულებით მდგომარეობა პარლამენტში გაუარესებულია – კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის მიხედვით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში გაუარესებულია მდგომარეობა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით.

კვლევის მიხედვით, 2016 წლის 18 ნოემრბიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე დაჩქარებული წესით 213 პროექტი განიხლა, მათ შორის 111 კანონპროექტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხებოდა. თუმცა იყო 12 შემთხვევა, როდესაც ამ წესით პროექტის განხილვის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ანგარიშის მიხედვით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით 165 შემთხვევაში მიმართა საქართველოს მთავრობამ პარლამენტს. დაჩქარებული წესით განხილვის ინიციატორები ძირითადად არიან უმრავლესობის დეპუტატები: გიორგი კაიანი, გურამ მაჭარაშვილი და ეკა ბესელია.

პარლამენტს, რეგლამენტის შესაბამისად, შეუძლია კანონპროექტი განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით, რაც გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში.

დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში წინა მოწვევასთან შედარებით გაზრდილია დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტების რაოდენობა. კვლავ ხშირია შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღება ხდება დაჩქარებულ ვადებში.

ორგანიზაციის შეფასებით, დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვა ხელს უშლის დაინტერესებული პირების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში, ხოლო, მეორე მხრივ, პრობლემას წარმოადგენს პარლამენტის წევრების მხრიდან ინფორმაციის მიღებისა და მისი დამუშავების თვალსაზრისითაც. ასეთი წესით ინიციატივის განხილვა გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს. კანონის დაჩქარებული წესით განხილვა სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და ეს პროცედურა პარლამენტმა მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენოს.

კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხივის ინიციატორი დეპუტატები

კვლევის ავტორების შეფასებით, პრობლემაა ასევე კანონის ამოქმედების გადავადება, კერძოდ, პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო 77 ასეთი კანონის პროექტი. სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ზოგიერთ შემთხვევაში ატარებდა ფორმალურ ხასიათს. მაგალითად, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მომზადების პროცესში  ჯგუფის წევრები ჩართულნი არ ყოფილან.

მასალების გადაბეჭდვის წესი