ახალი ამბები

თბილისში კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სცემეს

24 ივლისი, 2018 •
თბილისში კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სცემეს

თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს სცემეს. დაზარალებულის თქმით, მას თავს დაესხა სამი უცნობი ადამიანი.

შემთხვევა გუშინ, 23 ივლისს მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოკითხვაზეა დაბარებული ორივე მხარე და დანიშნულია ექსპერტიზა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი