სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ.
ბუჩუკურის თქმით, კობაური თავს დამნაშავედ “არცერთ ნაწილში არ მიიჩნევს”.
ბუჩუკური სახაზინო ადვოკატია, რომელიც კობაურს პირველ ეტაპზე იცავდა. შემდეგ საქმეში კერძო ადვოკატი დავით გირგვლიანი ჩაერთო, თუმცა მან ბრალდებულის დაცვა შეწყვიტა.
ამავე თემაზე გირჩევთ