ახალი ამბები

ისტორიული ტანსაცმლის აღდგენის პროექტმა “ევროპა ნოსტრას” ჯილდო მიიღო

24 ივლისი, 2018 • 2090
ისტორიული ტანსაცმლის აღდგენის პროექტმა “ევროპა ნოსტრას” ჯილდო მიიღო

ხელოვნების სასახლისა და ქართული კულტურის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის პროექტი, რომლითაც ისტორიული სამოსელის შექმნის ტექნოლოგია აღადგინეს, “ევროპა ნოსტრას” ჯილდოს მფლობელი გახდა.

პროექტის მიზანი ის იყო, რომ აღედგინათ ტექნიკა, რომლითაც იქმნებოდა ტანისამოსი ძველ საქართველოში და ეს ცოდნა გადაეცათ მომავალი თაობებისთვის.

“ტურისტები და ადგილობრივი დამთვალიერებლები ყოველდღიურად აკვირდებიან ძველი ქართული ეკლესიების კედლის მხატვრობას. ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ მათი გარეგნობის განუყოველი ნაწილი მათი ტანისამოსია. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ სამოსი და ტექსტილი არის ეპოქის გაცნობის კარგი საშუალება”, – ამბობს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სპეციალურად მომზადებულ ვიდეოში.

პროექტის ავტორებს სურდათ, რომ არა მარტო შეესწავლათ ისტორიული ტექსტილის მდგომარეობა, არამედ ყურადღება გაემახვილებინათ ტექსტილის კულტურულ ღირებულებასა და რეგიონისთვის მის მნიშვნელობაზე.

კვლევაში ჩართულმა მეცნიერებმა, დიზაინერებმა და რესტავრატორებმა შეისწავლეს ქართულ ეკლესიებისა და მონასტრების კელდის მხატვრობა, შეისწავლეს 100–მდე ფრესკა და შექმნეს 400 თარგი და 50 ისტორიული მატერია.

მკვლევრებმა ამობეჭდეს ეკლესიებსა და მონასტრებში დაცული 100–მდე ფრესკა, გააციფრულეს კედლის მხატვრობები, ხელახლა შეღებეს კოსტუმები. ეს გრაფიკული მოდელები შემდეგ გარდაიქმნა ნაჭრის სხვადასხვა ტიპად.

“ევროპა ნოსტრას” ჟიურიმ აღიარა “პროექტის ორიგინალურობა ტექსტილის თემატური მრავალფეროვნების გამო, განსაკუთრებით კი მისი კავშირით კედლის მხატვრობასთან. მკვლევრებმა გაითვალისწინეს უფრო ფართო კონტექსტი და ორმხრივი გავლენები სამეზობლოსთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი