ახალი ამბები

ჭიჭინაძე ამბობს, რომ უმრავლესობას საკუთარი ნებით არ დატოვებს

25 ივლისი, 2018 • 1456
ჭიჭინაძე ამბობს, რომ უმრავლესობას საკუთარი ნებით არ დატოვებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას საკუთარი ნებით არ აპირებს. დეპუტატმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უმრავლსობიდან მისი გარიცხვა რთული იქნება, ვინაიდან ეს შესაბამის პროცედურებს მოითხოვს.

“ნამდვილად არ ვაპირებ[უმრავლესობის დატოვებას იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ მაგის წინაპირობებს. შეიძლება, გარედან არ ჩანს, მაგრამ შიგნით, დახურულ სხდომაზე გაუჭირდებათ ამ გადაწყვეტილების მიღება”, – თქვა დეპუტატმა და დაამატა, რომ უმრავლესობიდან დეპუტატის გარიცხვას კენჭისყრა და 76 ხმა სჭირდება.

“კოლექტიური ზარდიაშვილები[პარტიაში] არიან 5-6 კაცი. დანარჩენები რა შუაში არიან, ვერ გავიგე”, – აღნიშნა დეპუტატმა.

პარტიის სამდივნოს მიერ “ქართული ოცნებიდან” გარიცხული დავით ჭიჭინაძე 23 ივლისს რ2-ის გადაცემა კვირის აქცენტებს “ქართული ოცნების” დროშის ფონზე ჩაერთო. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობდა, რომ ეს განზრახ გააკეთა, რათა თავისი დამოკიდებულებისათვის გაესვა ხაზი. მისი თქმით, პარტიიდან გარიცხვა მარტივი არ არის და შესაძლოა საქმე სამართლებრივ დავამდეც მივიდეს.

“მაგათ ინიციატივა დააყენეს და მაგ ინიციატივას ბოლომდე გაყვანა უნდა. იქ პროცედურული საკითხებია. რამდენად ვისარგებლებ მე ამით, ეს სხვა საკითხია. ზოგადად რომ ამბობენ, რომ “გაირიცხა”, მასე არ არის. მაგ ინიციატივის გასაჩივრება შემიძლია და შეიძლება სასამართლომდე გახვიდე ადამიანი”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის თქმით, ოცნებიდან მედროვეებმა გარიცხეს, რომლებიც სკამებს სცემენ პატივს

მასალების გადაბეჭდვის წესი