ახალი ამბები

მძღოლი, რომელიც თამარ მეფეზე მანქანით ამოტრიალდა, 250 ლარით დაჯარიმდა

22 ივლისი, 2018 • 2789
მძღოლი, რომელიც თამარ მეფეზე მანქანით ამოტრიალდა, 250 ლარით დაჯარიმდა

მძღოლი, რომელიც დღეს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მანქანით ამოტრიალდა, 250 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-დან აცნობეს.

“თამარ მეფე-აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე ავტომანქანამ მანევრირების წესები დაარღვია, ბორბლით დაეჯახა გზის გამყოფ ბორდიურს (იგივე კუნძულს) რის შედეგადაც ამობრუნდა”, – გვითხრეს შსს-ში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შეჯახება გაფორმდა ადმინისტრაციული წესით და დაჯარიმდა მძღოლი 250-ლარიანი ჯარიმით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი