ახალი ამბები

სამტრედიასთან მომხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი დაშავდა

21 ივლისი, 2018 • 2181
სამტრედიასთან მომხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი დაშავდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯავახოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორი ავტომობილიდან, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი სატვირთო მანქანაა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით ან ექვსი თვიდან ორ წლამდეშინაპატიმრობით ისჯება, მუხლი ასევე ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი