ახალი ამბები

ოდიშარია აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს სამივლინებო ხარჯების საკითხს შეისწავლის

13 თებერვალი, 2014 • • 1196
ოდიშარია აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს სამივლინებო ხარჯების საკითხს შეისწავლის

IDFI-ის ცნობით, 2013 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტში ვიზიტის დროს კულტურის მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდა სასტუმრო „ლე მერიდიენში“, სადაც გატარებული 3 ღამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 488 ლარი დაიხარჯა, რაც ორგანიზაციის ცნობით, მნიშვნელოვნად აღემატება საბაზრო ფასს.

 

“რაც შეეხება ფრანკფურტს, მანდ შარშან ჩატარდა წიგნის ტრადიციული ბაზრობა, ეს მსოფლიო მნიშვნელობის ბაზრობა, რომელიც ძალიან დიდი ხანია ტარდება უკვე, ალბათ, მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს ასეთ დროს ფრანკფურტს. როგორც მე ჩემმა პროტოკოლმა შემატყობინა, მაგ დროს იქ ძალიან ძვირდება როგორც სასტუმრო, ასევე რესტორნები. თუმცა ამ ყველაფერს გამოვიკვლევთ და უფრო ზუსტად ოფიციალურად დღესვე მოგაწვდით ყველაფერს, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ მე, მართალია, ხშირად არა, მაგრამ არცთუ იშვიათად საზღვარგარეთ ვმოგზაურობ, მეკუთვნის, მაგრამ არასოდეს არ მისარგებლია ბიზნესკლასით”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.


IDFI-ის გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გასული წლის მანძილზე კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დახარჯულია 183 316.62 ლარი.

 

ოდიშარია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის უკვე დაუკავშირდა აუდიტის სამსახურს და შეისწავლიან ამ მონაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი