ახალი ამბები

“იუვენტუსის” ქართველმა ფანებმა ზოოპარკის ბინადარ ზებრაზე მეურვეობა აიღეს

13 თებერვალი, 2014 •
“იუვენტუსის” ქართველმა ფანებმა ზოოპარკის ბინადარ ზებრაზე მეურვეობა აიღეს

თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსის” გულშემატკივრები ცხოველის კვებისა და მოვლის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებენ.

 

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ზებრას მფარველობა მისი შეფერილობით იყო განპირობებული: შავ-თეთრი, ზოლებიანი ზებრა იტალიური საფეხბურთო კლუბის ფერებთან ასოცირდება.

“ქართველი ფანები იმედოვნებენ, რომ პატარა ზებრა, „იუვენტუსის“ ცოცხალი სიმბოლო კიდევ უფრო პოპულარულს გახდის მათ საყვარელ საფეხბურთო კლუბს, განსაკუთრებით ბავშვებში. ჩვენც სიხარულით შევხვდით ამ ინიციატივას და ფანკლუბს სხვა პრივილეგიებთან ერთად პატარა ზებრასთვის სახელის დარქმევის უფლებაც გადავეცით. სულ მალე კლუბის წევრები სახელის შერჩევას დაიწყებენ და იმედია ყველანი ენთუზიაზმით ჩაერთვებით ამ პროცესში”,- აცხადებენ ზოოპარკში.

 

ზოოპარკის ინფორმაციით, პატარა ზებრას მამა “დელ პიეროს” სახელს ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი