ახალი ამბები

NAEC.GE უარყოფს სამაგისტრო გამოცდის B და C ტიპის ტესტების პასუხების წინასწარ გამოქვეყნებას

12 ივლისი, 2018 • 8076
NAEC.GE უარყოფს სამაგისტრო გამოცდის B და C ტიპის ტესტების პასუხების წინასწარ გამოქვეყნებას

გამოცდების ეროვნული ცენტრი უარყოფს, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სამაგისტრო გამოცდის A ტიპის ტესტის სწორ პასუხებითან ერთად, შემთხვევით გამოაქვეყნეს B და C ტიპის ტესტების სწორი პასუხებიც, რომლებიც ჯერ არ დაუწერიათ მაგისტრანტებს.

ცენტრმა მალევე აიღო საიტიდან B და C ტიპის ტესტების სწორი პასუხები, თუმცა სქრინები უკვე ფეისბუკის ბევრ ჯგუფში გავრცელდა.

“სხვისი წარმატება გამიხარდება, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება ჩვენ მიმართ, ვინც A ტიპის ტესტი დავწერეთ. იმედია, გაითვალისწინებთ და გამოასწორებთ ხარვეზს. წარმატებები ყველა მაგისტრანტს,” – გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუკის გვერდზე არაერთი მსგავსი შინაარსის კომენტარი დაიწერა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია:

როგორც NAEC.GE განმარტავს, ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი