დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმდინარეობა, მნიშვნელოვანი ღონისძიებები და საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის საბჭოს სამომავლო გეგმები განიხილეს.
„ჩვენ გვინდოდა მოგვესმინა, თუ რომელ პრიორიტეტებზე გაამახვილებს ყურადღებას საბერძნეთი თავისი პრეზიდენტობის დროს. მე მოხარული ვარ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარებაზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებულები ვართ, რომ მაქსიმალურს გააკეთებს საბერძნეთის მხარე, ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც დაგვეხმარება. ის, რასაც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, რუსეთთან პრობლემებს შეეხება, ამაზე ყველასთვის ცნობილია საბერძნეთის დამოკიდებულება. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოავლინონ ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით, რათა 2015 წელს ამ კუთხით იყოს პროგრესი და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ უვიზოდ მიმოსვლა. ცხადია, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტშიც გვქონდა საუბარი, რომელიც გულისხმობს საქართველოს კონტრიბუციას სამშვიდობო და კრიზისების მართვის ოპერაციებში,“-ამბობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.
დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები და სხვა პარლამენტარები ესწრებოდნენ.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



