ორი კვირის წინ ჯემალ ანანიძე ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.
მსგავსი კომენტარი ჯემალ ანანიძემ მას სემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ითხოვდა მის ჩანაცვლებას გიორგი ერმაკოვით.
გიორგი ერმაკოვი გასულ კვირას ბათუმის ვიცემერად დანიშნეს.
ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა ორი კვირის წინ აცხადებდა, რომ გიორგი ერმაკოვის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა.
მერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილიც არ ადასტურებდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯემალ ანანიძეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში უპირებენ გადაყვანას.







