ახალი ამბები

“დიდება უკრაინას” – ხორვატიის მცველი FIFA-მ პროუკრაინული შეძახილის გამო გააფრთხილა

9 ივლისი, 2018 • 2887
“დიდება უკრაინას” – ხორვატიის მცველი FIFA-მ პროუკრაინული შეძახილის გამო გააფრთხილა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედრაციამ(FIFA) ხორვატიის ნაკრების მცველი დომაგოი ვიდა პროუკრაინული შეძახილის გაჟღერების გამო გააფრთხილა.

ვიდეო, რომელიც 29 წლის ვიდამ მეგობართან და ხორვატიის ყოფილ ფეხბურთელ ოგნენ ვუკოევიჩთან ერთად ჩაწერა, ის ამბობს: “დიდება უკრაინას!”. აღნიშნული გზავნილი უკრაინაში 2013-14 წლების რევოლუციისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გახდა პოპულარული. ვიდეო “ფეისბუქზე” ჟურნალისტმა ანდრეი შახოვმა გაავრცელა.

დომაგოი ვიდამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ კიევის “დინამოში” თამაშობდა, ასევე დაამატა: “ეს გამარჯვება დინამოსა და უკრაინისთვისაა”.

Наши хорватские друзья-победители прислали. Огнен, Домагой, вы лучшие!!!!!
ПРИМ. Огнен еще раз благодарит президента “Динамо” Игоря Суркиса, что отпустил на ЧМ помогать родной сборной, и обещает сразу после чемпионата вернуться в расположение клуба!

Posted by Andrew Shakhov on შაბათი, 07 ივლისი, 2018

FIFA ვიდეოს, ჯერჯერობით, მხოლოდ მცირე განცხადებით გამოეხმაურა, რომლითაც აღნიშნა, რომ ფეხრთელი გააფრთხილეს.

“შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა გაფრთხილება გაუგზავნა ფეხბურთელ დომაგოი ვიდას, მისი ვიდეო განცხადების პასუხად 2018 წლის მსოფლიო თასის ხორვატიას-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც თავად ფეხბურთელმა მოგვიანევით განმარტა, ვიდეო უბრალოდ ხუმრობა იყო.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ფეხურთის საერთაშორისო ფედერაცია უფრო მკაცრ ზომებს. უცნობია ისიც, შეაფასებს თუ არა ის დომაგოი ვიდას შეძახილს პოლიტიკურ გზავნილად. FIFA-ს განაწესის მიხედვით, იკრძალება “პოლიტიკური სლოგანები ნებისმიერი ფორმით”. წესის დარღევევა 2-მატჩიან დისკვალიფიკაციასა და $5000-იან ჯარიმას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი