ახალი ამბები

„კორუფცია სკოლაში გადაწერიდან იწყება“ – ხორვატიის პრეზიდენტი

13 იანვარი, 2020 • 7287
„კორუფცია სკოლაში გადაწერიდან იწყება“ – ხორვატიის პრეზიდენტი

ხორვატიის პრეზიდენტის, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის განცხადებით, ხორვატიულ საზოგადოებაში კორუფცია განპირობებულია იმით, რომ სკოლაში ბავშვები, რომლებიც კარგი შედეგების მისაღებად თაღლითობას მიმართავენ, „გმირებად“ არიან მიჩნეული. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მისი თქმით, „კორუფცია სკოლაში გადაწერიდან იწყება“.

გრაბარ-კიტაროვიჩის განცხადებით, „საკმაოდ ხშირად არც კი ვიცით, რა არის კორუფცია. როცა ექიმთან მიდიხართ, ყველა ელოდება, რომ ყვავილებს, შოკოლადს ან რამე მსგავს მიიტანთ – ეს აუცილებელია. დედაჩემი ახლახან საავადმყოფოში იყო და მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ მიიტანე არაფერი, ექთნები მაგას ელოდებიანო…

ვუთხარი, რომ არ ვაპირებ ასეთ კორფუციაში მონაწილეობას. მივიტან საჩუქარს, პატარა საჩუქარს საშობაოდ, მაგრამ ამით ყველაფერი მორჩება“,  – აცხადებს გრაბარ კიტაროვიჩი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი