დღეს, 7 ივლისს, ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს თბილისში, ნუცუბიძის გამზირზე. უცნობია, დამყაჩაღებლებმა მოახერხეს თუ არა თანხის გატაცება.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.