ახალი ამბებიეკონომიკა

ივნისში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა – ლიდერობს რუსეთი

3 ივლისი, 2018 • 2768
ივნისში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა – ლიდერობს რუსეთი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 13.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში სულ შემოვიდა 727 385 საერთაშორისო მოგზაური. რაც შეეხება ტურისტებს, 2018 წლის ივნისში საქართველოში დაახლოებით 400 ათასი ტურისტი შემოვიდა. 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი.

ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მოცემულ პერიოში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა. 2018 წლის ივნისში საქართველოს ეწვია რუსეთის 116 357 მოქალაქე, რაც 25 ათასით (27.5%) მეტია წინა წლის მონაცემზე.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, 2018 წლის ივნისში მნიშვნელოვანი ზრდა არის ნიდერლანდების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მიმართულებით. მიმდინარე წლის ივნისში გერმანიიდან,დაახლოებით 7 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. გასულ წლის ივნისში ვიზიტორების რაოდენობა 4 ათასამდე იყო.

ტურიზმის წილი ეკონომიკაში 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 800 მლნ დოლარი მიიღო. ადმინისტრაციის თანახმად, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 28%-ით, ანუ 117 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2017 წელს ტურიზმიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, სექტორის შემოსავალი 585 მლნ დოლარით გაიზარდა. 2018 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის წილი მთლიან ეკონომიკაში თითქმის 7%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი