“მე იმედგაცრუებული იმის გამო ვარ, რომ პარლამენტმა კვლავ ვერ დაასრულა შერჩევა, მიუხედავად იმ კომპეტენტური და გამჭვირვალე კონკურსისა, რომელიც კანდიდატთა შესარჩევიმა კომისიამ ჩაატარა. მოვუწოდებ პარლამენტს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. მჯერა, რომ ახალი სამეურვეო საბჭო გამოაცოცხლებ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ხელს შეუწყობს ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებას ქვეყანაში”, – განაცხადა მიატოვიჩმა.

დუნია მიატოვიჩი
დუნია მიატოვიჩი

მიატოვიჩი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან.

პარლამენტმა მეურვეობის 9 კანდიდატიდან ჯერჯერობით მხოლოდ 4 კანდიდატი დაამტკიცა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *