ახალი ამბები

სასამართლო უცხოელებისთვის მიწის შეძენის აკრძალვის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობს

24 იანვარი, 2014 •
სასამართლო უცხოელებისთვის მიწის შეძენის აკრძალვის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობს

 

„ეს იყო მოსამზადებელი პროცესი, ანუ გამწესრიგებელი სხდომა. მსგავსი პროცესზე,  როგორც წესი, განიხილება საკითხი სარჩელი იქნას თუ არა მიღებული წარმოებაში. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვდაობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთხელ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს  შეუძლია არ მიიღოს არსებითად განსახილველად და გამწესრიგებელ სხდომაზევე, ანუ იმ სხდომაზე, როგორიც დღეს ჩატარდა, ცნოს ნორმა არაკონსტიტუციურად. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დღევანდელ სხდომაზევე ცნოს არაკონსტიტუციურად  და არ მიიღოს არსებითად განსახილველად. თუმცა, სასამართლოს აქვს იმის შესაძლებელობა, რომ არსებითი სხდომა  ჩაატაროს. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება,“ – განუცხადა  „ბათუმელებს“  იურისტმა თამარ ჭარბაძემ, რომელიც მათიას ჰუტერის წარმომადგენელია  სასამართლოში.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო  მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია პარლამენტის მიერ 2013 წლის 28 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც უცხოელებს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და უცხოელების მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, 2015 წლამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა ეკრძალებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი