თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსაც ჰქონდათ. აღნიშნულისთვის თბილისსა და ბათუმში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
590 ბიულეტენიდან 2 გაბათილდა.
თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი “რესპუბლიკურ პარტიასა” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, მუჰარემ ინჯეს დაუჭირა.
შედეგები ასე ნაწილდება:
საპრეზიდენტო არჩევნები
მუჰარემ ინჯე(რესპუბლიკური პარტია) – 49.32%
რეჯეფ თაიფ ერდოღანი(სამართლიანობის და განვითარების პარტია) – 36.22%
მერალ აქშენერი(კარგი პარტია) – 8.67%
სელაჰათინ დემირთაში(ხალხთა დემოკრატიული პარტია) – 5.27%
საპარლამენტო არჩევნები
“რესპუბლიკური პარტია” – 37.24%
“სამართლიანობისა და განვითარების პარტია” – 28.74%
“კარგი პარტია” – 11.9%
“ხალხთა დემოკრატიული პარტია” – 11.56%
“ნაციონალისტური მოძრაობის პარტია” – 7.65%
სხვა პარტიები – 2.91%
თურქეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ერდოღანმა პირველ ტურში ხმათა 52.38% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, მუჰარემ ინჯემ 30.79% დააგროვა, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა, სელაჰათინ დემირთაშმა – 8.32%, ხოლო “კარგი პარტიის” მერალ აქშენერმა – 7.42%