ახალი ამბები

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება

24 ივნისი, 2018 • 2882
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

დღეს გაირკვევა აირჩევს თუ არა თურქეთი მეორე ვადით პრეზიდენტად რეჯებ ტაიპ ერდოღანს.  თუ ასე მოხდა და ერდოღანმა საპარლამენტო მიიღო, თურქეთი საპრეზიდენტო მოდელზე გადავა, რაც კრიტიკოსების აზრით, ქვეყანას ავტორიტარიზმს უქადის.

ისტორიული არჩევნები თურქეთში – მოკლედ ის, რაც უნდა იცოდეთ

თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08.00 საათზე გაიხსნა საგანგებო მდგომარეობის ფონზე –   თურქეთში გადატრიალების მცდელობიდან დღემდე, თითქმის, 2 წელია, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ნახეთ ვინ არიან პრეზიდენტობის კანდიდატები: 

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი – მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც თურქეთის სათავეში 2003 წლიდან იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი ამჟამადაც გაიმარჯვებს, მისი პარტია კი საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს, თურქეთი საპრეზიდენტო მოდელზე გადავა, რასაც გასული წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 51% მიემხრო.

მუჰარემ ინჯე – თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის – სეკულარული, მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატია. ის ამომრჩეველს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასა და  სტაბილურ ეკონომიკას ჰპირდება.

მერალ აქშენერი – ახლად დაფუძნებული “კარგი პარტიის” ლიდერი. აქშენერი 1993-96 წლებში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ბოლო წლებში კი “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. აქშენერმა პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ ერდოღანის შემოთავაზებულ საპრეზიდენტო მოდელს მხარი დაუჭირა. აქშენერი ნაციონალისტური ხედვებით გამოირჩევა, თუმცა იზიარებს ქემალიზმის იდეებს, მხარს უჭერს სეკულარიზმსა და თურქეთის ევროპულ კურსს.

სელაჰათინ დემირთაში – ქურთების უფლებებზე ორიენტირებული, მემარცხენე “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” ლიდერი და ერთადერთი კანდიდატია, რომელიც კენჭს ციხიდან იყრის. ის 2016 წლის ივლისში, თურქეთში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირის ბრალდებით დააკავეს.

არჩევნები თურქეთში. 24 ივნისი, 2018. ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

არჩევნები თურქეთში. 24 ივნისი, 2018. ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

მერალ აქშენერი – ახლად დაფუძნებული “კარგი პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი EPA-EFE/SRDJAN SUKI

 

მასალების გადაბეჭდვის წესი