ახალი ამბები

ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრემიერისთვის საკონსულტაციო საბჭოები აუცილებელია

22 იანვარი, 2014 •
ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრემიერისთვის საკონსულტაციო საბჭოები აუცილებელია

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს:


“ძალაუფლებებების გამიჯვნა მოხდება. კიდევ ბევრი რამ დაზუსტდება კონსულტაციებისას, მუშაობისას კონსულტაციაზე, ასეთი ჯგუფიც ჩამოყალიბებულია. იქნება კანონი შესაბამისად იმ უშიშროების საბჭოზე, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალთან იქნება, როგორც მე წარმომიდგენია, საკონსულტაციო სერიოზულ საკითხებზე, მაგრამ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის თემაზე საბჭო პრემიერ-მინისტრს შექმნილი აქვს იმ კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის შესახებ. ეს სამუშაო ორგანოა, არის გამიჯვნაზე საუბარი. ყველაფერი ხდება და მოხდება კონსტიტუციის ფარგლებში. გადაჭარბებული შეფასებები, სკანდალური თემის წამოწევა ჩვენი ოპონენტების ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ასე რომ, დრამატიზების არათუ საფუძველს, არამედ პერსპექტივასაც ვერ ვხედავ, რომ ამან რამე პრობლემები გამოიწვიოს. 

 

კითხვაზე, რა საჭირო იყო პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ანალოგის შექმნა, ვოლსკი ამბობს:


“ეს ჩვეუელბრივი სტრუქტურაა, გაიზარდა პრემიერის უფლება-მოვალეობები და გაიზარდა იმის აუცილებლობა, რომ ჰქონდეს ასეთი საკონსულტაციო საბჭოები.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი