ახალი ამბები

პროკურატურამ ტელეანძის განათების გამორთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21 იანვარი, 2014 • • 1311
პროკურატურამ ტელეანძის განათების გამორთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს თბილისის ტელეანძაზე გაითიშა გარეგანათება და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურა, რითაც შესაძლოა ვერ იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო ფრენა.

ვინაიდან მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნით, რაც გამოიხატა სანავიგაციო დანადგარისთვის ხელის შეშლაში, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2273-ე მუხლის მე-3 ნაწილით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 

ტელეანძის განათების გამორთვის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერიამ 20 იანვარს მიიღო:

 

“თბილისის ტელეანძა წლების განმავლობაში იყო განათებული და მოვლილი თბილისის სიმბოლო. როგორც კი კონსულტაციებს დავამთავრებთ და ბიუჯეტი იქნება მიღებული, თუ იქნება მასში კეთილი ნება და გათვალისწინებული ეს თანხები, ტელეანძა კვლავ განათდება”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი