ახალი ამბები

ანონსი: 21 იანვარი

21 იანვარი, 2014 •
ანონსი: 21 იანვარი

11:00 “პრესკლუბში მე–17 სართულზე” მეცნიერები გიორგი მინიდიაშვილი, გოდერძი ნარიმანიშვილი, დავით სახვაძე, რაულ გვეტაძე და ივანე თვალავაძე პრესკონფერენციას გამართავენ

თემა – საყდრისი

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 45. მე–17 სართული.

საკონტაქტო – 5 99 650 455

 

11:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბის სტუმარი „ქალთა პარტია – სამართლიანობისა და თანასწორობისათვის“ თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი იქნება.

თემა: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი წინადადებები.

12:00 საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი.

12:00 სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ქვემო ქართლის მხარის  გუბერნატორს, მუნიციპალიტეტის გამგებლებს და  საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.

თემა: ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“  და სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები.

საკონტაქტო პირი: სოფო  მდინარაძე  577585058

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ქალაქის მერიის ბიუჯეტი

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს იურისტი ეკა ბოკუჩავა და ორგანიზაციის ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე პრესკონფერენციას გამართავენ

თემა: ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებული შეზღუდვები გადამზიდველებთან დაკავშირებით გაუქმებულია

13:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

დარბაზი №304

 

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ქალაქის მერის ბიუჯეტი

13:30 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება

 

13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

14:00 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხს რამინ იგიდოვს შეხვდება.

14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი

თინა ხიდაშელი პრესკონფერენციას გამართავს

14:00 პუშკინის სკვერიდან მშვიდობის ხიდის მიმართულებით მოეწყობა მსვლელობა “ჩახუტების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. .

საკონტაქტო პირი: მაკა მატარაძე  599 602 701; 555 310 717

 

16:00 საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის IV სხდომა გაიმართება. სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია წარუძღვება.

 

19:00 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის მანანა მენაბდეს იგავ-არაკების კრებულის „და დრო გადიოდა’’ პრეზენტაცია გაიმართება.

 

19:00 გამომცემლობა “საუნჯე” და საქართველოს მწერალთა სახლი გეპატიჟებათ ბაჩო კვირტიას ახალი პროზაული კრებულის -“ტასმანიური ვეფხვი” პრეზენტაციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი