ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე – 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება

20 ივნისი, 2018 • 3475
მამუკა ბახტაძე – 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საბაზისო პენსიის 20-ლარიანი ზრდა 2020 წელსაც გაგრძელდება.

“მთავრობა გაარგძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. დაგეგმილია 20-20 ლარით სახელმწიფო პენსიის ზრდა 2019 და 2020 წლებში. ამისთვის ბიუჯეტში დაახლოებით 400 მლნ ლარი გავითვალისწინეთ,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პენსიის 20-ლარიან ზრდაზე უკვე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც საუბრობდა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2019-2020 წლებში პენსია 20 ლარით გაიზრდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი