ზუგდიდში ძმამ, სავარაუდოდ, დანით დაჭრა საკუთარი და. შემთხვევა ქალაქის ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. აღნიშნულ ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, დამნაშაულში ბრალდეული უკვე დაკავებულია, ხოლო თავად დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.