ახალი ამბები

ციტრუსის მომყვანი ფერმერებისთვის 12 მილიონიანი სუბსიდია გამოიყო

17 იანვარი, 2014 • • 935
ციტრუსის მომყვანი ფერმერებისთვის 12 მილიონიანი სუბსიდია გამოიყო

მანდარინის მომყვანმა ფერმერებმა სუბსიდიის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილ კომისიას, რომელიც ამ დოკუმენტების სანდოობას შეიწავლის. სუბსიდიის თანხის გაცემა 1 მარტამდე გაგრძელდება.

 

სამინისტროს განცხადებით, არასტანდარტულ მანდარინზე გამოყოფილი სუბსიდიის თანხის გაცემა შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიის სახით გამოყოფილია 12 000 000 ლარი, რომელსაც აჭარის მთავრობა განაკარგავს.

 

მოსახლეობისთვის სუბსიდიის თანხის გაცემაზე მონიტორინგს ახორციელებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია.

 

ციტრუსის  სეზონი  აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის 60 000 ტონაზე  მეტი მანდარინის რეალიზება უკვე განხორციელდა, აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი