ახალი ამბები | სამართალი | , , , , ,

ლევან მურუსიძემ “აიისას” საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

18 ივნისი, 2018 | | 3755
ლევან მურუსიძემ “აიისას” საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ლევან მურუსიძის მოსამართლეობით, “აიისას”  საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ინტერესების დამცველი, გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ:

“მაგრამ ალბათ მანაც დაინახა ამ გვირგვინში ეროვნული ღირსება. შევხვდებით სტრასბურგში.”

მოკლედ:

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159–ე მუხლის დარღვევისთვის (არასათანადო რეკლამირება) შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიისას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კანონის მიხედვით, ამ საკითხზე სასამართლოს უნდა ესმჯელა. პირველი ინსტანციის სასამართლომ 4 მაისს “აიისა”, როგორც ინდმემწარმე, სამართალდამრღვევად ცნო და  500 ლარით დააჯარიმა.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ცენზურის კუთხით საშიშ პრეცედენტს ქმნის.

სასამართლო პროცესზე მერია ასაბუთებდა, რომ წითელი არის მეფეთა მოსასხამის ფერი, რომელიც ქრისტესგან მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო ცისფერი და ყვითელი არის ზეციური ფერი, ამ ფერების გამოყენებით კომპანია “აიისა” კანონს არღვევდა. სასამართლოს გადაწყვეტილება “აიისამ” სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც საქმე ლევან მურუსიძემ განიხილა.

ვინ არის ლევან მურუსიძე?

უზენაესი სასამაღთლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი