ახალი ამბები

საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა

17 იანვარი, 2014 • • 1023
საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა

აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე, სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.


თბილისში ყოფნისას აღნიშნული დელეგაციები  სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების  წარმომადგენლებთან. კერძოდ, დაგეგმილია აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. 


ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაციის  ვიზიტის ფარგლებში მხარეები  მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, საუბარი შეეხება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა  და ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი