მამუკა ბახტაძე – მცირე ზომის მთავრობა გულისხმობს უწყებების გაერთიანებას

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება მცირე ზომის მთავრობა და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა გარკვეული უწყებები გაერთიანდნენ.

“ჩვენ მცირე ზომის, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ოპერატიული, მოქნილი მთავრობა გვჭირდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც,”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა 14 ივნისს დაასახელა. პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 13 ივნისს გიორგი კვირკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, შესაბამისად, გადაყენებულად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.