ახალი ამბები

ღარიბაშვილი საშობაო ეპისტოლეზე: ილია მეორეს გამოხატვის თავისუფლება აქვს

16 იანვარი, 2014 • • 1231
ღარიბაშვილი საშობაო ეპისტოლეზე: ილია მეორეს გამოხატვის თავისუფლება აქვს

“მე ვთქვი, რომ იყო ძალიან შინაარსიანი და ძალიან ღრმა ეპისტოლე. რაც ვთქვი, იგივე შემიძლია გავიმეორო. ამის შემდეგ მე მოვისმინე კრიტიკა, შეიძლება ძალიან დიდი კრიტიკაც იყო. ყველას თავისი აზრი აქვს. სუროგაციაზე ევროპის წამყვანი ქვეყნები ვერ თანხმდებიან. საფრანგეთში აკრძალულია სუროგაცია. მე მგონი, აქ სკანდალური არ ხდება არაფერი. სუროგაციაზე თუ პატრიარქს ჰქონდა კონკრეტული მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს მისი აზრია. ის ჩვენი სულიერი მამაა და მას აქვს თავსისი აზრის გამოხატვის სრული უფლება,”- განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

“ნეტგაზეთის” შეკიხთვას,  ეთანხმება თუ არა ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს და ხომ არ იყო ეს განცხადება სტიგმის შემცველი, პრემიერმინისტრმა უპახუხა, რომ უფრო კომპეტენტური ადამიანების რჩევა სჭირდება ამ საკითხში.

 

“სუროგაციაზე არ ვიცი. ამაზე დავობენ და ამაზე მსჯელობენ წამყვანი ევროპელი სპეციალისტები და ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები. ამაზე მჭირდება ექსპერტიზა უფრო მეტი, კომპეტენტური ადამიანების აზრს უნდა დავეყრდნო. ამაზე ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა სერგეენკომ. მე მოვისმინე ძალიან საინტერესო შეფასებები მისგან. ჩვენ თუ ფორმაზე გვავს საუბარი, უნდა ეთქვა- არ ეთქვა, ეს ცალკე საკითხია,”- განაცხაა ღარიბაშვილმა. 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 2013 წლის საშობაო ეპისტოლეში განაცხადა, რომ სუროგაციის გზითა და ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი მოზარდები პრობლემური იქნებიან, ხოლო ოჯახი, რომელიც ამ გზას მიმართავს, ბედნიერი ვერ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი