“ჩემი აზრით, ნამდვილად განსაზღვრავს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ მოსახლეობას დარჩეს განცდა, რომ იქ რაღაც დაზიანდა,”- განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, მთავრობა და ინვესტორი მუშაობს იმაზე, რომ მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მას იმედი აქვს, რომ ამის შემდეგ მოსახლეობას კითხვები აღარ დარჩება.
“ვიყავი ჩასული მესტიაში. შეხვედრა მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ისეთი როლი, რომ არც ერთი მხარე არ დარჩეს დაზარალებული. არც ინვესტორი, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძვირფასი და ასევე ძალიან ძვირფაი არის ჩვენი ბუნება, ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ისეთი მექანიზმები, რომ არც ერთ მხარეს არ დარჩეს შეკითხვა. თავის მხრივ, მთავრობა და ენერგეეტიკის სამინისტრო ამ პროექტის მნიშვნელობის თაობაზე, მისი პერსპექტივების თაობაზე, თუ რა სარგებელი შეიძება მოუტანოს ამ პროექტმა ჩვენს ქვეყანას. ამის შემდეგ მოსახლეობაში არ დარჩება კითხვები.
მდინარე ენგურის ხეობაში ინვესტორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. არასამთავრობოების აზრით, წყალსაცავის აშენება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა დასახლებების გაქრობას ეწინააღმდეგება.






