ახალი ამბებირეკლამა

GIPA-სა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

15 ივნისი, 2018 • 1344
GIPA-სა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილსის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა  და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთის მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

მემორანდუმის თანახმად, მერიის საქალქო სამსახურის სურვილის შემთხვევაში, GIPA ყოველწლიურად უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლების დასწრებას გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულ თითოეულ სასწავლო კომპონენტზე, გაუწევს კონსულტაციებს კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალურ კურსებს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალქო სამსახური კი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს GIPA-ს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ, მერიაში პრაქტიკის გავლას და პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი