ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი აშენდება

16 იანვარი, 2014 • • 944
პრემიერი: საქართველოში არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი აშენდება

“ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკა ყოფილიყო მოწესრუგებული, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ჩვენ მივიღებთ საიმიგრაციო კანონს ამის თაობაზე და მოწესრიგდება მთელ რიგ ქვეყნებთან სავიზო მიმოსვლა, და ჩვენც პრეტენზია გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ გზით წავიდეთ და გავხვდეთ განვითარებული ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეკითხვაზე, გაართულებს თუ არა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ტურისტებისა და სტუდენტებისთვის საქართველოში შემოსვლას, ღარიბაშვილმა უპასუხა:

 

“სავიზო რეჟიმი არ გულისხმობს ტურიზმისთვის ხელის შეშლას, ტურისტი, რომელიც ჩამოდის, მარტივი სავიზო რეჟიმით ისარგებლებს, ეს არ გაართულებს პროცედურებს. ეს შეიძლება იყოს დამატებითი პროცედურა, მაგრამ ეს არ გულისხმობს ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეშლას.

 

რაც შეეხება სტუდენტებს და სამუშაოდ ჩამოსულებს, მათთვის იქნება სპეციალური ვიზები ისე, როგორც არის ევროპაშო, აშშ-ში, რომ გაიცეს სამუშაო ვიზები, სტუდენტური ვიზები, დროებითი ბინადრობის მოწმობები კონკრეტულ ვადებში, ბარიერებს მოვსხნით და ამ ყველაფერს ძალიან კარგად დავაბალნსებთ.”

 

პრემიერის თქმით, პირველად ამიერკავკასიაში საქართველოში აშენდება არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი. მისივე განცხადებით, შსს განახორციელებს კონტროლს არალეგალ მიგრანტთა გადაადგილებაზე საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი