ახალი ამბები

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორი გაავრცელა

15 ივნისი, 2018 • 16683
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორი გაავრცელა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა კონსტანტინე იოსელიანმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორი გაავრცელა.

როგორც მან  ერთ-ერთი ტელეკომპანიის  ეთერში განაცხადა, აღნიშნულ მაღალჩინოსანზე “ქალაქში ჭორი დადის”, რომ ერთ-ერთი ცნობილ პირთან რომანტიკული ურთიერთობები აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ის, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი პასუხობს:

“ღმერთმა მშვიდობაში მოახმარონ ერთმანეთი. გულისწორი რასაც ნიშნავს, ყველამ ვიცით, სხვა სიტყვას არ ვიტყვი სპეციალურად…. დღეს მთელი დღეა ეს მესმის ყველა სოციალურ ქსელში და სოციალურ ფორუმზე. შეუძლიათ შეაბერდნენ ერთმანეთს, მაგრამ შორს ხელები ქართული პოლიტიკისგან,”- განაცხადა კონსტანტინე იოსელიანმა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ნაციონალურ მოძრაობას”, სადაც გვითხრეს, რომ  ხვალ გააკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, თუ რა რეაგირება ექნება პარტიას იოსელიანის განცხადებაზე. თუმცა პარტიის წევრებმა იოსელიანისგან საჯარო ბოდიში ფეისბუკზე გავრცელებული განცხადებებით უკვე მოითხოვეს.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტარი სალომე სამადაშვილი წერს, ის იოსელიანისგან საჯარო ბოდიშს ელოდება.

 

https://www.facebook.com/salome.samadashvili.1/posts/10156505386109680

საჯარო ბოდიშზე საუბრობს პარტიის კიდევ ერთი წევრი, მარიამ გერსამიაც. როგორც ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში გერსამია აღნიშნავს, საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობის დონე გაცილებით უფრო მაღალია.

“შეცდომა ვის არ მოსდის, მაგრამ როცა მთავარ ოპოზიციურ, პროდასავლურ პარტიას წარმოადგენ (სადაც ღირებულებები გვაერთიანებს), თამასაც შესაბამისია, პასუხისმგებლობაც და საჯარო სივრცეში, განცხადებებში მე მეტ ეთიკურობას ვისურვებდი!  ეთერში გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებაზე, ჩემი აზრით, მაყურებლისთვის ბოდიშია მოსახდელი. საჯაროდ. ძალიან ვწუხვარ ამის დაწერა მე რომ მიწევს, საჯაროდ”, – წერს გერსამია.

ამავე თემაზე გირჩევთ

კოტე იოსელიანმა ბოდიში მოიხადა, პარტია სხვა სახის რეაგირებას არ აპირებს -ენმ

მასალების გადაბეჭდვის წესი