“შეცდომა ვის არ მოსდის, მაგრამ როცა მთავარ ოპოზიციურ, პროდასავლურ პარტიას წარმოადგენ (სადაც ღირებულებები გვაერთიანებს), თამასაც შესაბამისია, პასუხისმგებლობაც და საჯარო სივრცეში, განცხადებებში მე მეტ ეთიკურობას ვისურვებდი! ეთერში გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებაზე, ჩემი აზრით, მაყურებლისთვის ბოდიშია მოსახდელი საჯაროდ. ძალიან ვწუხვარ, ამის დაწერა მე რომ მიწევს, საჯაროდ”, –აცხადებდა გერსამია.
საბოდიშო განცხადება, რომელსაც ენმ ახსენებს, კოტე იოსელიანმა წუხელ გაავრცელა, სადაც ის ნაწილობრივ კვლავ ტირაჟირებს ზემოხსენებულ ჭორს.
“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, – აცხადებს იოსელიანი.