ახალი ამბები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი წერილობითი მტკიცებულებების სასამართლოზე გამოკვლევას მოითხოვენ

15 იანვარი, 2014 • • 995
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი წერილობითი მტკიცებულებების სასამართლოზე გამოკვლევას მოითხოვენ

“ბრალდების მხარე აგრძელებს მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას. პარადოქსია, მაგრამ ბრალდებულებმა სადავოდ გახადეს ის ბრძანებები და დადგენილები, რომლებიც მათ მიერაა შედგენილი და ხელმოწერილი. მათ ეჭვქვეშ დააყენეს მათი ნამდვილობა და ჩვენ შემდეგ პროცესებზეც გავაგრძელებთ მუშაობას ამ რეჟიმში, გამოვიკვლევთ იმ მტკიცებულებებს, რომლებზეც ივანე მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს ხელი აქვთ მოწერილი,” – ამბობს ნათია სონღულაშვილი.

 

თავის მხრივ, სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში ბრალს ჭიაბერაშვილი პროკურატურას დებს და ამბობს, რომ მასალების წაკითხვა სასამართლოსთვის იმის ჩვენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დასაქმების პროგრამა და რამდენად შესაბამისობაში იყო დოკუმენტები კანონმდებლობასთან:

 

“პროცესის გაჭიანურება თვითონ პროკურატურამ მოახდინა, იმიტომ, რომ ოთხი ათასი მოწმე წარმოადგინა და უამრავი დოკუმენტი, რომლებიც არანაირად არ ლაპარაკობს ვანო მერაბიშვილისთვის და ჩემთვის წარდგენილ ბრალდებაზე. პირიქით, დოკუმენტებში ნათლად არის აღწერილი ის, რომ პროგრამა ხორციელდებოდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის ამ ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარება. სწორედ იმიტომ ვითხოვთ წერილობითი დოკუმენტების გამოკვლევას, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი იყო და რამდენად გამართული და კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი იყო ყველა დოკუმენტი,” – აღნიშნა ჭიბერაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი