ახალი ამბები

Arte tv აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებს

15 იანვარი, 2014 • • 1459
Arte tv აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებს

ვიდეომასალა სოფელში მცხოვრები იმ ადამიანების ცხოვრებას ასახავს, ვინც მეცხოველეობას მისდევენ და ტრადიციების შენარჩუნებას ცდილობენ. ფილმის აღწერის მიხედვით, რომელიც arte-ს ვებგვერდზეა განთავსებული, სოფელში პატრიარქარული ორდერი კვლავ შენარჩუნებულია.

ამავე ტექსტის მიხედვით, “საბჭოთა კავშირის დაშლის და 1990–იან წლებში საქართველოსთან წარმოებული ომის შემდე, აფხაზები იძულებულები იყვნენ, რომ დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ”.

“სოფლის მცხოვრებლები ერთ–ერთი უკანასკნელები არიან, რომლებიც ქვეყნის ძველი ტრადიციების შენარჩუნებას ცდილობენ. იზოლირებულ სოფელში მურმანი [სიუჟეტის მთავარი გმირი] ბედნიერად ცხოვრობს, მაშინ, როცა დედაქალაქ სოხუმში ადამიანები კეთილდღეობამდე მისასვლელ გზებს ეძებენ – ტურიზმის მეშვეობით”, – ნათქვამია Arte Tv-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი