ახალი ამბები

დავით სერგეენკო პატრიარქის ეპისტოლესა და აბორტებზე

7 იანვარი, 2014 •
დავით სერგეენკო პატრიარქის ეპისტოლესა და აბორტებზე

მინისტრის თქმით, „პრობლემა არის არა მარტო აბორტების რაოდენობა, არამედ ეგრეთ წოდებული სელექციური აბორტი, როდესაც წინასწარ, როცა გაიგებენ სქეს ბავშვისას და ხშირად ეს გოგონა არის, ეს მიუღებელია ყველანაირი ლოგიკით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მექანიკური მკაცრი აკრძალვა, როგორც წესი, უკუეფექტს იძლევა… სამინისტროში მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლითაც ჩვენ ვამუშავებთ ამ სტრატეგიას, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი სისტემურად“.

 

შეგახსენებთ, ილია მეორემ შობის ღამეს საზოგადოებას მიმართა ეპისტოლეთი, სადაც ის შეეხო ხელოვნურ განაყოფიერებას. ილია მეორემ თქვა, რომ „პრობლემური იქნებიან ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი