მინისტრის თქმით, „ოჯახის სიწმინდეზე ასეთი აქცენტების გაკეთება არ არის შემთხვევითი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის.
როდეასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი მხრივ, ეს არის ქვეყანა, სადაც თითქმის 90% ამ ეკლესიის შვილია და ამ ეკლესიის მრევლია, ამ დროს ეს სიტყვები, რომელიც მოდის მისი მღვდელთავრისგან, უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ ეს არის საფუძველი ქვეყნის სიმტკიცის, ქრისტიანობის სიმტკიცეა ოჯახის სიმტკიცე“.
შეგახსენებთ, პატრიარქმა ილია მეორემ შობის ღამეს თავისი ეპისტოლეში ისაუბრა იმაზე, რომ ოჯახში იერარქია უნდა იყოს დაცული.
ეპისტოლეში წერია: „ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას)“.
