ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლე იყო ძალიან ღრმა

7 იანვარი, 2014 •
ირაკლი ღარიბაშვილი: პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლე იყო ძალიან ღრმა

 მე გამოვყოფდი ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, ისე უნდა გავიაროთ ჩვენი ცხოვრება, რომ დავტოვოთ რაღაც ღირებული. ასე რომ, მე ვუსურვებდი ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე გაგვეკეთებინოს ღირსეულად და ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“, – ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამების ტაძარში გააკეთა.

 

შეგახსენებთ, პატრიარქმა ილია მეორემ შობის ღამეს თავისი ეპისტოლეში ისაუბრა  ევროპაზე და უმცირესობებზე, ასევე იმაზე, რომ ოჯახში იერარქია უნდა იყოს დაცული.

 

ეპისტოლეს ერთი ნაწილი კი მიეძღვნა ხელოვნურ განაყოფიერებას. ილია მეორემ თქვა, რომ „პრობლემური იქნებიან ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი