ახალი ამბები

შსს: მელია თავისუფალია, დაკავებულია ხაბეიშვილი, ნადირაძე და სხვები

11 ივნისი, 2018 • 1397
შსს: მელია თავისუფალია, დაკავებულია ხაბეიშვილი, ნადირაძე და სხვები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, 9 პირი ადმინისტრაიცული წესით დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან თბილისის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატები- ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.

განახლება: მოგვიანებით, საკუთარი დაკავების ფაქტი უარყო ლევან ხაბეიშვილმა, რაზეც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ტექნიკური შეცდომა დაუშვეს და ხაბეიშვილი მართლაც არ დაუკავებიათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევაში ედებათ. კერძოდ, უწყების განცხადებით, დაკავებულები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

ბრიფინგზე შსს-მ გნამარტება ნიკა მელიაზეც გააკთა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების დროს დააკავეს. უწყების განცხადებით, ნიკა მელიაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას.

შსს-ში ამბობენ, რომ მელიას მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა ადგილზე აღკვეთეს და ის ამ დროისთვის თვისუფალია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე ისაუბრეს ამ მოვლენებამდე დაკავებული პირების შესახებაც, უწყებაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობასა და ყაჩაღობაში ედებოდა.

კიდევ ერთი ძებნილი, რომელიც შსს-ს თქმით, დღეს დილას რუსთაველის გმაზირზე დააკავეს, 1994 წელს დაბადებული გ.ა. არის. მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველო მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის ეძებდა. ამ მოვლენების დროს კიდევ 5 პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

11 ივნისის დილას დაკავებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მულხით ედავება, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს: ნიკა მელია დაკავებული არ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი