ახალი ამბები

“ტექნიკური შეცდომა” – შსს-ს ხაბეიშვილი არ დაუკავებია

11 ივნისი, 2018 • 1489
“ტექნიკური შეცდომა” – შსს-ს ხაბეიშვილი არ დაუკავებია

“ნეტგაზეთს” საქართვლეოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ტექნიკური შეცდომა დაუშვეს და ლევან ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს შორის მართლაც არ არის.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ საქართვლეოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს 9 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მათ შორის ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც იყო.

ეს ფაქტი უარყო ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია ტექნიკურ შეცდომას დაუკავშირეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევაში ედებათ. კერძოდ, უწყების განცხადებით, დაკავებულები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

ბრიფინგზე შსს-მ გნამარტება ნიკა მელიაზეც გააკთა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების დროს დააკავეს. უწყების განცხადებით, ნიკა მელიაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას.

შსს-ში ამბობენ, რომ მელიას მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა ადგილზე აღკვეთეს და ის ამ დროისთვის თვისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი