ახალი ამბები

პოლიციამ პარლამენტთან სარალიძე–მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის კარვები დაშალა

11 ივნისი, 2018 • 2081
პოლიციამ პარლამენტთან სარალიძე–მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის კარვები დაშალა

დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 16:00–ზე პოლიციამ #ნუმომკლავ აქციის მონაწილეების კარვების დაშლა დაიწყეს. პოლიციამ კარვებში არსებული ინვენტარიც წაიღო.

1 დეკემბერს დაღუპული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კარავი 30 მაისს გაშალეს პარლამენტის წინ. ისინი დავით სარალიძის მკვლელის დაკავებას ითხოვდნენ.

გუშინ, 10 ივნისს, აქციის მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს. დღეს დილით კი კარვები ტროტუარზე გადმოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ კარვების დაშლამდე, პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ნიკა მელია დააკავა. დღეს, 18:00 საათზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერების აქციიაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი