ახალი ამბები

მირზა სუბელიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

10 ივნისი, 2018 • 1809
მირზა სუბელიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს მირზა სუბელიანს აღკვეთ ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარ პატიმრობის შეფარდების შუმდგომლობით სასამრთლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

 გამოძიების მიხედვით,  2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. 

ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანი ბრალს სრულად აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი