“მთავარია მართლმსაჯულების ინტერესები და ის, რომ არც ერთი საქმე, რასაც მთავარი პროკურატურა აწარმოებს, არ გამხდარიყო სპეკულაციის საგანი. არავის არ ეთქვა, რომ როგორ შეიძლება ასეთი ბრალდების მქონე ადამიანმა ბრალი დამდოს მე და ა.შ. ამიტომ ამ სიტუაციაში ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ და იცით თქვენ, რომ ჩვენი პოზიციას ეს იყო და მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას”,– განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დღეს, 30 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ დატოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში იყო ნასამართლევი, მოგვიანებით ინფორმაცია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა.